საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 982 შემთხვევა გამოვლინდა, 26 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 982 შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს აღრიცხულ ინფიცირებულთა რიცხვი 3 082-ს შეადგენდა.
ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს საფრანგეთში 26 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამისად, სულ ვირუსის შედეგად ქვეყანაში 30 661 პაციენტი დაიღუპა.
რაც შეეხება გამოვლენილ შემთხვევებს, საერთო ჯამში მათი რიცხვი საფრანგეთში 286 007-ს შეადგენს.