საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FILE PHOTO: People wearing protective face masks walk in a busy street in Paris as France reinforces mask-wearing in public places as part of efforts to curb a resurgence of the coronavirus disease (COVID-19) across France, September 18, 2020. REUTERS/Gonzalo Fuentes
საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე გასული დღეების მონაცემები. შაბათს ქვეყანაში 14 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ორშაბათობით საფრანგეთში, როგორც წესი, ვირუსის ნაკლები შემთხვევები ვლინდება, რადგან კვირა დღეს ქვეყანაში შედარებით ნაკლები ტესტი ტარდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა.
საფრანგეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 542 639 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 31 808 ადამიანი.