საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 330 შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 330 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გარდაიცვალა 854 ინფიცირებული, რაც 15 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 426 საავადმყოფოებში, ხოლო 428 მზრუნველობის სახლებში გარდაიცვალა.
საფრანგეთში პანდემიის განმავლობაში სულ გარდაიცვალა 38 289 კოვიდინფიცრიებული.
ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.