საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 674 შემთხვევა გამოვლინდა, 610 პაციენტი კი გარდაიცვალა

23:36, 18.12.2020

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 610 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 15 674 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი, 2.5 მილიონს უახლოვდება.

კორონავირუსით ინფიცირებულია პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

 

მსგავსი