საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 713 შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 713 შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 13 713 შემთხვევა აღირიცხა. წინა დღით აღნიშნული მაჩვენებელი 3 411-ს შეადგენდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 804-ით გაიზარდა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 088 პაციენტი რჩება, რაც წინა დღესთან შედარებით 110-ით ნაკლებია.

როგორც ნოემბრის ბოლოს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, იმისთვის, რომ 15 დეკემბერს შესაძლებელი იყოს საყოველთაო კარანტინის გაუქმება, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ხუთი ათასამდე უნდა შემცირდეს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა სამი ათასს ჩამოსცდეს.

საფრანგეთში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,31 მილიონი შემთხვევა. ვირუსს ქვეყანაში 55 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.