საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 593 შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 593 შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 415 481 შემთხვევა აღრიცხეს.

ბოლოს საფრანგეთში ერთ დღეში 10 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული 12 სექტემბერს გამოვლინდა. როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთის მთავრობაში ამბობენ, რომ შემთხვევების რიცხვის ზრდა ნაწილობრივ ტესტირების პროცესის გაფართოებას უკავშირდება. მთავრობის ინიციატივით საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ტესტის გაკეთება მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ, რის გამო ტესტებზე მოთხოვნა გაზრდილია.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსს 50 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, პანდემიის პერიოდში ვირუსის შედეგად ქვეყანაში 31 095 ადამიანი დაიღუპა.