საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა

12:04, 03.06.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო 13 დღის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღეში 100 აღემატება.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით სულ გარდაიცვალა 28 940 ადამიანი. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ბრაზილიის შემდეგ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს 11 %-ით შემცირდება. ასეთ შემთხვევაში საფრანგეთის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე აღმოჩნდება.

მსგავსი