საფრანგეთში, ბლანიაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა

20:40, 10.11.2017

საფრანგეთის სამხრეთით, ბლანიაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. შემთხვევა სკოლის მახლობლად მოხდა.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. ფრანგული BFM TV-ის ინფორმაციით, დაშავებულები, სავარაუდოდ, ჩინელი სტუდენტები არიან.

თავდაპირველი ვერსიით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო, თუმცა Europe 1-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა.

მსგავსი