საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება
საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება

საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება. საზეიმო ღონისძიებაში 4 300 სამხედრო, 200-ზე მეტი ცხენოსანი და 200 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. პარიზის ცაში 69 თვითმფრინავი და 39 ვერტმფრენი გამოჩნდება.

ელისეის სასახლესთან მიმდინარე სამხედრო აღლუმს ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ემანუელ მაკრონი იბარებს. ტრიბუნაზე ასევე იმყოფება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. საზეიმო ღონისძიებას ესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

ბასტილიის დღე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და ის ყოველწიურად მასშტაბურად აღინიშნება.