საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა
საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის.

როგორც „ლე პარიზიენი“ წერს, ბოროტმოქმედები ფულს ბანკომატების გატეხვის გარეშე იპარავდნენ.

გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა, 30-ზე მეტ ბანკომატში ჰაკერული პროგრამის დახმარებით შეაღწია. როგორც ირკვევა დამნაშავეები ამ მეთოდს 2018 წლის სექტემბრიდან მიმართავდნენ. ისინი პოლიციამ გასულ კვირას აიყვანა.

დაპატიმრებულია ბელორუსის, ლიეტუვისა და საქართველოს მოქალაქე.