საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა Euronews-ის შენობის შტურმით აღება სცადეს
საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა Euronews-ის შენობის შტურმით აღება სცადეს

ლიონში ყვითელჟილეტიანებმა  Euronews-ის შენობის შტურმით აღება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას სიცრუის ტირაჟირებაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, სურვილი აქვთ, მოქალაქეებმა სიმართლე შეიტყონ, რადგან მედია ყვითელჟილეტიანების შესახებ ტყუილებს ავრცელებს.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. აქციის მონაწილეებს Euronews-ის შტაბ-ბინაში შესვლის საშუალება არ მისცეს. თუმცა, როგორც მათ ჟურნალისტებს უთხრეს, დაბრუნდებიან და შენობას შტურმით აიღებენ.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია ზედიზედ მეექვსედ გაიმართა. მომიტინგეები საფრანგეთში სოციალური სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.