საფრანგეთში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მოქალაქეებში ავტომობილით შევარდნას შეეცადა
საფრანგეთში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მოქალაქეებში ავტომობილით შევარდნას შეეცადა

საფრანგეთის ქალაქ ვილერბანში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ მოქალაქეებში, ავტომობილით შევარდნას შეეცადა.

ინციდენტმა პანიკა გამოიწვია, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილიდან გადმოსული 33 წლის მამაკაცი ამბობდა, რომ ის ტერორისტი იყო.

მძღოლი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. მისი აყვანისას მსუბუქად დაშავდა პოლიციის ორი ოფიცერი.