საფრანგეთში 31 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

20:50, 05.05.2021

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 31 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ქუჩაში მოხდა.

მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ ფეხებში ესროლა, წაქცეულს კი აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან 1.5 საათში აიყვანეს. მას ასევე ბრალი ედება ქალის საცხოვრებელი ბინისთვის ცეცხლის წაკიდებაში.

მსგავსი