საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო
საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო

საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო. ცენტრალურ პარიზში, სასამართლოსთან, სადაც პროცესი მიმდინარეობს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

2015 წლის ტერაქტების სერიაში ბრალდებულია სულ 20 პირი. მათგან ექვსის სასამართლო პროცესი დაუსწრებლად გაიმართება. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მათი უმრავლესობა გარდაცვლილად მიიჩნევა.

ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული 31 წლის სალაჰ აბდესლამია, ის ბრალდებულთა სკამზე მყოფებს შორის ერთადერთია, რომელიც პარიზში განხორციელებულ ჯიჰადისტურ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

სასამართლო პროცესი, რომელსაც საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ დიუპონ-მორეტიმ უპრეცედენტო სამართლებრივი მარათონი უწოდა, დაახლოებით ცხრა თვეს გაგრძელდება. საქმეში 1800 მოსარჩელე და 300-ზე მეტი ადვოკატია ჩართული.

ტერაქტების სერია პარიზში 2015 წლის ნოემბერში განხორციელდა. ექვს ბარსა და რესტორანზე, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზსა და სპორტულ მოედანზე თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა.