საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერი წვიმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება
საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერი წვიმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება

საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერი წვიმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ძლიერმა წვიმამ მეზობელ ქვეყნებში გზები და სახლები დააზიანა.

ქარიშხალმა საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ნიცასთან მდებარე რამდენიმე სოფელს გადაუარა. საფრანგეთში რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ქალაქის მერიის განცხადებით, დაზიანებულია გზები და 100-მდე სახლი. დაზიანებული ადგილები დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმაც მოინახულა.

იტალიაში ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაკარგულად ითვლება. დაკარგულებს შორის ექვსი გერმანიის მოქალაქეა.

ვენეციაში დღეს პირველად აღმართეს წყალდიდობის საწინააღდეგო ბარიერების სისტემა, რომელმაც ქალაქი კატასტროფისგან წარმატებით დაიცვა.