თურქეთის საგარეო უწყებაში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები დაიბარეს

17:09, 31.05.2022

თურქეთში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარეს და პროტესტი გამოუცხადეს.

როგორც თურქული მედია წერს, დიპლომატების დაბარების მიზეზი საფრანგეთსა და გერმანიაში „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრების მიერ გამართული საპროტესტო აქციები გახდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი