საფრანგეთს განზრახული აქვს ევრო 2036-ისა და მსოფლიოს 2038 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადების შეტანა #1TVSPORT

11:36, 24.06.2026

საფრანგეთმა, შესაძლოა, განაცხადი შეიტანოს ევრო 2036-სა და მსოფლიოს 2038 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, – იტყობინება გაზეთი L’Équipe.

ორგანიზაცია „სპორტული მოვლენების ტერიტორიამ“ (TES) რეკომენდაცია გაუწია ქვეყნის სპორტის მინისტრს მარინ ფერარის განაცხადი შეიტანოს სამ საფეხბურთო ტურნირზე. ასე რომ, საფრანგეთს სურს უმასპინძლოს ქალთა ევროპის ჩემპიონატს 2033 წელს, მამაკაცთა ევრო 2036-ს და მსოფლიოს 2038 წლის ჩემპიონატს.

საფრანგეთში აპირებენ შეაფასონ ინფრასტრუქტურის პირობები და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება განაცხადების შეტანაზე.

ბოლო დიდი საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა ევრო 2016 იყო.

მსგავსი