საფრანგეთმა ზედიზედ მეხუთე მოიგო, ნიდერლანდებმა უშუალო კონკურენტი გაანადგურა – ევრო 2024-ის შესარჩევი, B ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მარკუს ტურამმა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.
* კილიან მბაპემ ზედიზედ მე-13 მატჩში შეასრულა შედეგიანი მოქმედება.
* ორელიან ჩუამენის ეროვნულ ნაკრებში სამი გოლი დაუგროვდა.
* საფრანგეთის ნაკრებმა თავის ისტორიაში მე-900 მატჩი ჩაატარა.
საფრანგეთი-ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 ჩუამენი (19), 2:0 ტურამი (48)
საფრანგეთი: მენიანი, კუნდე (89. პავარი), ლ. ერნანდესი (73. სალიბა), უპამეკანო, ტ. ერნანდესი, რაბიო, ჩუამენი, დემბელე (73. კომანი), ჟირუ (26. ტურამი), გრიზმანი (90. კამავინგა), მბაპე.
ნიდერლანდები-საბერძნეთი 3:0
გოლები: 1:0 დე როონი (17), 2:0 გაკპო (31), 3:0 ვეგჰორსტი (39)
ნიდერლანდები: ფლეკენი, დუმფრიზი (85. დე ლიგტი), ვან დეიკი, აკე (46. დე ვრი), გერტრუიდა, ბლინდი, დე როონი (65. რეინდერსი), დე იონგი (77. ვერმანი), სიმონსი, გაკპო (65. ლანგი), ვეგჰორსტი.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. საფრანგეთი | 5 | 5 | 0 | 0 | 11-0 | 15 |
| 2. ნიდერლანდები | 3 | 2 | 0 | 1 | 6-4 | 6 |
| 3. საბერძნეთი | 5 | 2 | 0 | 2 | 5-5 | 6 |
| 4. ირლანდია | 4 | 1 | 0 | 3 | 4-5 | 3 |
| 5. გიბრალტარი | 4 | 0 | 0 | 4 | 0-12 | 0 |