საფრანგეთმა ვაჭრობისა და მიმზიდველობის სამინისტროს დასახელება ონლაინგამოხმაურებების შემდეგ შეცვალა
საფრანგეთმა ვაჭრობისა და მიმზიდველობის სამინისტროს დასახელება ონლაინგამოხმაურებების შემდეგ შეცვალა

საფრანგეთმა ვაჭრობისა და მიმზიდველობის სამინისტროს დასახელების ინგლისური თარგმანი მას შემდეგ შეცვალა, რაც ონლაინ სივრცეში სამინისტროს მიმართულებით დამცინავი გამოხმაურებები გაჩნდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განახლებული მთავრობა ორშაბათს წარადგინა, ახალი მთავრობის მთავარი მიზანი მაკრონის თქმით, ეკონომიკის ხელახლა ამუშავება იქნება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა, რომ ვაჭრობისა და მიმზიდველობის მინისტრის მოადგილე ფრანკ რიესტერი იქნებოდა.

პოსტს ონლაინსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც „პოლიტიკოწერს, საფრანგეთის სამინისტროს ვებგვერდის გამომწერებმა ეს დასახელება არასწორ თარგმანს დაუკავშირეს. როგორც სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, ეს შეცდომა არ ყოფილა, თუმცა გამოხმაურებების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ფრანკ რიესტერის პოზიციის ოფიციალური თარგმანი ამიერიდან ვაჭრობისა და ეკონომიკურ მიმზიდველობის მინისტრის მოადგილე იქნებოდა.