საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ტანკერი დააკავა
საფრანგეთის სანაპიროსთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ტანკერი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სებასტიან ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები ტანკერ „ბორაკაის“ ბორტზე ავიდნენ, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ გემად ითვლება და ეკიპაჟის ორი წევრი დააკავეს.
ცნობისთვის, საფრანგეთის ხელისუფლებამ ბენინის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ტანკერი დრონებით დანიის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტთან იყოს კავშირში, რადგან ის სწორედ მის ნაპირს გადიოდა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ბორაკაი“ სერიოზულ დარღვევებშია ეჭვმიტანილი, თუმცა დრონების ინციდენტში მის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
Remerciements à nos commandos Marine et aux équipages de la Marine nationale qui sont intervenus ce week-end à bord d’un pétrolier de la flotte fantôme russe, actuellement au mouillage au large de Saint-Nazaire, dans le cadre d’une enquête de pavillon.
Leur action a contribué au…
— Sébastien Lecornu (@SebLecornu) October 2, 2025