საფრანგეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა წარადგინა
საფრანგეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა წარადგინა

საფრანგეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა წარადგინა.

როგორც გამოცემა „პოლიტიკოწერს, ვაქცინაცია, რომელიც იანვარში დაიწყება, უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ექვსი სხვადასხვა ვაქცინის 200 მილიონი დოზა.

ვაქცინაციის გეგმა სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობის ვაქცინა, რომელიც გათვალისწინებული იქნება ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისა და ბენეფიციართათვის. იანვარსა და თებერვალში „ბიოტექისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინა ერთი მილიონი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მეორე ეტაპზე, რომელიც მარტში უნდა დაიწყოს, ვაქცინას მიიღებს 14 მილიონი ადამიანი. ვაქცინას ეტაპობრივად მიიღებენ 75 წელს გადაცილებული მოქალაქეები, შემდეგ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და 55 წელს გადაცილებული მედიკოსები.

გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება სხვა ფარმაცევტული კომპანიების ვაქცინები, კერძოდ „მოდერნასი“, „ასტრაზენეკასი“, „ქიურვაკისა“ და „იანსენის“.

გეგმის მესამე ფაზა, რომელიც მოსახლეობის დარჩენილ ნაწილის ვაქცინაციას გულისხმობს, გვიან გაზაფხულზე დაიწყება. ამ დროს საფრანგეთში კომპანია „სანოფის“ ვაქცინას ელოდებიან.

იმისათვის, რომ მოსახლეობისთვის ვაქცინა უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი, საფრანგეთის ხელისუფლებამ 1,5 მილიარდი ევრო გამოყო.