საფრანგეთმა ევროკავშირის სამიტზე ევროპის თავდაცვის ფონდის საპილოტე პროგრამა წარადგინა

23:42, 29.06.2018

ევროკავშირის სამიტზე საფრანგეთმა ევროპის თავდაცვის ფონდის საპილოტე პროგრამა წარადგინა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის თქმით, თავდაცვის ფონდის პარალელურად, ოფიციალურმა პარიზმა წევრ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში არაერთი ინიციატივა შესთავაზა, რომლის მსგავსი მე-XX საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

„მე მქონდა შესაძლებლობა, აღნიშნული ინიციატივები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განმეხილა. ყველა ეს ინიციატივა ნატო-ს მიმართ ჩვენს ვალდებულებებს შეესაბამება“, – აღნიშნა მაკრონმა.

მსგავსი