საფრანგეთმა დაძაბულ ბრძოლაში არგენტინა დაამარცხა | იაპონია 2019
საფრანგეთმა დაძაბულ ბრძოლაში არგენტინა დაამარცხა | იაპონია 2019

დრამატულად წარიმართა რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის რიგით მესამე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის გუნდები ხვდებოდნენ.

პირველ ტაიმში ფრანგების უპირატესობა აშკარა იყო: მათ მეტოქის ჩათვლის მოედანზე ორჯერ დაამიწეს ბურთი და ორჯერაც ჯარიმა შეასრულეს ზუსტად, არგენტინელებმა კი მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 20-3 გავიდნენ.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში არგენტინელებმა თავიანთ სასარგებლოდ შეძლეს მატჩის შეტრიალება და ორი ლელოსა და ორი ჯარიმის წყალობით წინ გავიდნენ – 20-21.

ამას, ორიოდე წუთში, ფრანგების არეკნი მოჰყვა და წინ ისევ ევროპელები გავიდნენ – 23-21.

ამის შემდეგ, ფრანგებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლეს და პირველი ოთხი ქულა აიღეს.