საფრანგეთმა ბრიტანული თევზსაჭერი გემი დააკავა, კიდევ ერთი გემი კი დააჯარიმა
საფრანგეთმა ბრიტანული თევზსაჭერი გემი დააკავა, კიდევ ერთი გემი კი დააჯარიმა

საფრანგეთმა ბრიტანული თევზსაჭერი გემი დააკავა, კიდევ ერთი გემი კი დააჯარიმა.

საფრანგეთის საზღვაო საქმეთა მინისტრის, ანიკ ჟირარდინის განცხადებით, ჰავრის მახლობლად შემოწმების დროს გემები გააფრთხილეს. პარიზში აცხადებენ, რომ ბრიტანულ გემს საფრანგეთის წყლებში თევზაობის უფლება არ ჰქონდა, რის გამოც მისი დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ბრიტანული გემი საფრანგეთის ჰავრის პორტში დეპოზიტის გადახდამდე დარჩება. გემის კაპიტანს ასევე ემუქრება საჯარიმო სანქციები. საფრანგეთში აცხადებენ, რომ თუ 2 ნოემბერისთვის თევზჭერის ლიცენზიების დავა არ მოგვარდება, ბრიტანულ გემებს ზოგიერთ პორტში აღარ შეუშვებენ.

თევზჭერის უფლებებზე მხარეებს შორის უთანხმოება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ წარმოიშვა.