საფრანგეთმა ბრიტანეთთან თევზჭერის შესახებ დავასთან დაკავშირებით სანქციების დაწესება გადადო
საფრანგეთმა ბრიტანეთთან თევზჭერის შესახებ დავასთან დაკავშირებით სანქციების დაწესება გადადო

საფრანგეთმა ბრიტანეთთან თევზჭერის შესახებ დავასთან დაკავშირებით სანქციების დაწესება გადადო. შესაბამის ინფორმაციას ბრიტანული მედია წერს.

გამოცემა „ინდეპენდენთის“„ინდეპენდენთის“ ცნობით, ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთს დავის დასარეგულირებლად ხუთშაბათამდე მისცა ვადა. როგორც გლაზგოში კლიმატურ კონფერენციაზე მყოფმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოსასვლელად განახლდა.

ხუთშაბათს დაგეგმილია შეხვედრა ბრექსითის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრ ლორდ ფროსტსა და ევროკავშირის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ კლემან ბონს შორის.

თევზჭერის საკითხზე ბრიტანეთთან არსებული უთანხმოების გამო ემანუელ მაკრონი გეგმავს საფრანგეთის პორტების ბრიტანული თევზმჭერი ნავებისთვის დაკეტვას, ასევე ბრიტანეთიდან იმპორტირებული ტვირთის კონტროლის გამკაცრებას.

საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები სექტემბერში გამწვავდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ათობით ფრანგულ გემებს მის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობისთვის ლიცენზია არ მისცა.