საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ბირთვული შეთანხმების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს
საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ბირთვული შეთანხმების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს

ემანუელ მაკრონსა და ჰასან როუჰანის შორის ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან ბირთვული შეთანხმების გარშემო შექმნილი ვითარება განიხილა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ ვენის შეთანხმებას ყველა მიმართულებით შეასრულებენ“, – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციის კომუნიკეში.

ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან საუბრის დროს იმედი გამოთქვა, რომ ისლამური რესპუბლიკა თავის მხრივ, შეთანხმებას რაიმე ორაზროვნების გარეშე შეასრულებს.

ამასთან, საფრანგეთის პირველმა პირმა როუჰანის შეთანხმების გაფართოების ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც რეგიონში ნდობის აღდგენასა და ვითარების დარეგულირებას ითვალისწინებს.

2018 წლის 8 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებამ 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების სხვა წევრი სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია. მას შემდეგ ევროპელი ლიდერები ირანის ბირთვული შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას გამუდმებით ხაზს უსვამენ.

დატოვე კომენტარი