საფრანგეთისა და გერმანიის ქალაქებში სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს
გერმანიის ქალაქებში ათასობით ქურთმა სირიაში თურქეთის ოპერაცია გააპროტესტა. მხოლოდ კელნში დემონსტრაციაში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა ფრანკფურტსა და ბრემენში. დღეს გერმანიის მთავრობამ თურქეთში იარაღის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები საფრანგეთში გაიმართა. პარიზში ქუჩაში 20 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
საფრანგეთსა და გერმანიაში მომიტინგეებმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქმედებები დაგმეს და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოითხოვეს.
თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.