საფრანგეთისა და ავსტრიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრექსიტზე მოლაპარაკებების განახლება შეუძლებელია
საფრანგეთისა და ავსტრიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესის განახლება შეუძლებელია.
„შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, ყველაზე კარგი მოდელია და არ შეიძლება, კვლავ მოლაპარაკების პროცესს დავუბრუნდეთ“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ მკაცრი ბრექსიტი დაუშვებელია.
„არ იქნება არანაირი განმეორებითი მოლაპარკებები შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – წერს კურცი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
შეთანხმების გადახედვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც.
ევროკავშირის ლიდერებმა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლასთან დაკავშირებით, შესწორების შეტანას დაუჭირა მხარი.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიუსელში 584-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.