საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფრანგული კომპანია „ტოტალენერჯის“ და რუსული არმიის კავშირების გამოძიებას ითხოვს
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფრანგული კომპანია „ტოტალენერჯის“ და რუსული არმიის კავშირების გამოძიებას ითხოვს

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფრანგული კომპანია „ტოტალენერჯის“ და რუსული არმიის კავშირების გამოძიებას ითხოვს.

საქმე ეხება ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ფრანგული კომპანია მონაწილეობდა ბუნებრივი აირის კონდენსატის მიწოდებაში, რომელიც იმ საავიაციო საწვავის წარმოებისთვისაა საჭირო, რითაც ხდება რუსული თვითმფრინავების გამართვა უკრაინაში ომის დროს.

„ლე მონდი“ წერს, რომ ფრანგულ „ტოტალენერჯის“ რუსულ „ნოვატეკთან“ ერთობლივ საწარმოში 49%-იანი წილი აქვს. გამოცემის ცნობით, საავიაციო საწვავი რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ ბაზაზე ჩაიტანეს, საიდანაც უკრაინაზე ავიაიერიშები მიჰქონდათ.

„ეს ძალიან სერიოზული თემაა, ამიტომ აუცილებელია გამოძიების დასრულება, რათა გავარკვიოთ, ხდებოდა თუ არა განზრახ ან უნებლიეთ ენერგეტიკული სანქციების დარღვევა“, – განაცხადა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა,

ტოტალენერი“ ამ დრომდე ინარჩუნებს აქტივებს რუსეთში, თუმცა აცხადებს, რომ მას არ გააჩნია ინფრასტრუქტურა, რომლითაც რუსი სამხედროების მომარაგება ხდება.