საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, საფრანგეთი სირიას კვლავ დაბომბავს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, საფრანგეთი სირიას კვლავ დაბომბავს

საფრანგეთი სირიას კვლავ დაბომბავს, თუ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, რადიოსადგურ RTL-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“ – აღნიშნა ფლორენს პარლიმ.

7 აპრილს აღმოსავლეთ ღუტაში სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის რამდენიმე ობიექტი 100-ზე მეტი რაკეტით დაბომბეს. ოფიციალური დამასკო ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებებს უარყოფს.