საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი ლიბანის არმიას ათეულობით ჯავშანმანქანას გაუგზავნის, რათა სათანადოდ განახორციელოს საპატრულო მისია ქვეყანაში
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი ლიბანის არმიას ათეულობით ჯავშანმანქანას გაუგზავნის, რათა სათანადოდ განახორციელოს საპატრულო მისია ქვეყანაში

საფრანგეთი ლიბანის არმიას ათეულობით ჯავშანმანქანას გაუგზავნის, რათა მან სათანადოდ განახორციელოს საპატრულო მისიები ქვეყანაში, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ.

ლიბანის გაზეთ L’Orient Le Jour-თან საუბრისას ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ახლა ლიბანის ეროვნული არმიის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მან კოორდინაცია გაუწიოს გაერო-ს სამშვიდობო ძალებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ლიბანის არმიის სამხედრო აღჭურვილობით გაძლიერებას, მათ შორის ჯარების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ჯავშანტექნიკით, რაც მნიშვნელოვანია პატრულირების გასაგრძელებლად. სირთულეების მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა ლიბანის მიმართ გრძელვადიანია“, – განაცხადა ლეკორნუმ.