საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას გეგმავს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას გეგმავს

საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას გეგმავს, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„სამი ფრანგული კომპანია თანამშრომლობს უკრაინულ კომპანიებთან, განსაკუთრებით დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებთან, რათა უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოონ სათადარიგო ნაწილები და, შესაძლოა, მომავალში საბრძოლო მასალაც“, – განაცხადა ლეკორნუმ.

მისივე თქმით, წარმოების დაწყებას მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავენ.