საფრანგეთის სუპერთასი - პსჟ-მონაკო 4:0
საფრანგეთის სუპერთასი - პსჟ-მონაკო 4:0

პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა საფრანგეთის სუპერთასი. თომას ტუხელს პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებული დებიუტი ჰქონდა – მისმა გუნდმა სანახევროდ მეორე შემადგენლობით გაანადგურა “მონაკო” – 4:0. შეხვედრა ჩინეთის შენჟენში გაიმართა.

პარიზელებმა თითო ტაიმში ორი გოლის გატანა შეძლეს. პირველ ნახევარში ანხელ დი მარიამ და კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინეს თავი, მეორე ნახევარში კი ტიმოტი ვეამ და ისევ დი მარიამ.

პარი სენ-ჟერმენის” რიგებში პირველი ტიტული მოიპოვა იტალიელმა ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში ითამაშა.

სათადარიგოთა სკამზე დარჩა და 76-ე წუთზე შევიდა მოედანზე ნეიმარი.

პსჟ-მ მერვედ მოიპოვა საფრანგეთის სუპერთასი და დაეწია რეკორდსმენ “ლიონს”.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

პსჟ: ბუფონი, დაგბა, ტიაგო სილვა (ბერნედი, 74), რიმანი, ნ’სოკი, ვერატი (ნეიმარი, 76), ლ. დიარა (მარკინიოსი, 64), რაბიო, დი მარია, ვეა, ნკუნკუ.
მონაკო: ბენალიო, რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, სერანო, ტილემანსი, აჰოლუ, პელე (დიოპი, 46), გრანდსირი (ბალდე, 46), იოვეტიჩი, მარკუშ ლოპეში (მბულა, 65).