საფრანგეთის სტუდენტურმა გაერთიანებებმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების ბლოკირებისკენ მოუწოდეს

18:55, 31.10.2026

საფრანგეთის ორმა სტუდენტურმა გაერთიანებამ სტუდენტებსა და მოსწავლეებს 3 და 5 ნოემბერს უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების ბლოკირებისკენ მოუწოდა.

ისინი მთავრობისგან განათლების სისტემაში რეფორმის გატარებასა და სწავლის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

„ამ სამშაბათიდან ჩვენ ჩვენსავე უნივერსიტეტებსა და სკოლებს ბლოკადაში მოვაქცევთ. ამავეს გავიმეორებთ ხუთშაბათსაც, ვიდრე 5 ნოემბერს მუშებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას შევუერთდებით“, – განაცხადა Union etudiante-ის პრესსპიკერმა.

სტუდენტურმა გაერთიანებებმა აღნიშნული განცხადება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ახლა მიმდინარე აქციისას გააკეთეს.

მსგავსი