საფრანგეთის სპორტის მინისტრი, რომელიც ლიგა 1-ის რესტარტის წინააღმდეგი იყო, პოსტიდან გადააყენეს
საფრანგეთის სპორტის მინისტრი, რომელიც ლიგა 1-ის რესტარტის წინააღმდეგი იყო, პოსტიდან გადააყენეს

საფრანგეთის სპორტის მინისტრი როქსანა მარასინიანიუ თანამდებობიდან გადააყენეს და მინისტრის თანაშემწის პოსტზე დანიშნეს. საფრანგეთის სპორტის მინისტრის თანამდებობა გადავიდა ჟან-მიშელ ბლანკეზე, რომელიც ადრე განათლების მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა, – იტყობინება Get Football News France.

მარასინიანიუ ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც მხარს უჭერდა ლიგა 1-ის სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას კორონავირუსის პანდემიის გამო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის 2019-20 წლების ჩემპიონატი 28-ე ტურის შემდეგ შეწყდა და აღარ განახლებულა. ქვეყნის ჩემპიონად გამოცხადდა „პარი სენ-ჟერმენი“.

ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების გამო, ლიგა 1-მა და კლუბებმა დიდი ფინანსური ზარალი ნახეს. ბევრმა კლუბმა, მათ შორის, „ლიონმა“ ითხოვა სეზონის გაუქმების გადაწყვეტილების გადახედვა, მაგრამ უარი მიიღო.