საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში აცხადებენ, რომ 27 ოქტომბრამდე ქვეყნის პრემიერი მილიარდერებს მეტ გადასახადს თუ არ დააკისრებს, პარლამენტში მისთვის უნდობლობის გამოცხადების კანონპროექტი შევა 

14:22, 24.10.2025

საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში იმუქრებიან, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მთავრობა უნდობლობის გამოცხადების წინაშე აღმოჩნდება.

სოციალისტები საფრანგეთის ხელახლა დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს აფრთხილებენ, რომ მილიარდერებს მეტი გადასახადის გადახდას თუ არ დააკისრებენ, მისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს მომავალი კვირის დასაწყისში შეიტანენ.

„ჩვენ ვეცადეთ, პრემიერ-მინისტრი არ დაგვედანაშაულებინა, მაგრამ ჯერჯერობით კომპრომისზე წასვლის სურვილის არანაირი ნიშანი არ ჩანს“, – აცხადებს საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი ოლივიე ფორი.

ოლივიე ფორი საფრანგეთის მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად ვადას 27 ოქტომბრამდე აძლევს.

„თუ ორშაბათამდე ცვლილებები არ იქნება, ყველაფერი დამთავრებულია“, – აღნიშნავს სოციალისტური პარტიის ლიდერი.

ამასთან, ფორის განცხადებით, მთავრობას არ აქვს უფლება, მუშათა კლასისა და საშუალო ფენის წარმომადგენლებს მსხვერპლის გაღების გაგრძელება მოსთხოვოს მაშინ, როდესაც „უმდიდრესი ადამიანებს წვლილი არ შეაქვთ“.

მსგავსი