საფრანგეთის შსს - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოება მაქსიმალურად გამკაცრებულია
საფრანგეთის შსს - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოება მაქსიმალურად გამკაცრებულია

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოება მაქსიმალურად გამკაცრებულია, რადგან არსებობს შურისძიების საფრთხე, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა გააკეთა.

„ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ ჯიჰადისტების პროპაგანდის გაძლიერებას ველოდებით. სავარაუდოდ, იქნება მოწოდებები შურისძიებისკენ. ამის გამო, აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, განსაკუთრებით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში“, – განაცხადა კასტანერმა.

შეგახსენებთ, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

დატოვე კომენტარი