საფრანგეთის შს მინისტრი - ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარი თავდასხმა ისლამისტური ტერორისტული აქტია
საფრანგეთის შს მინისტრი - ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარი თავდასხმა ისლამისტური ტერორისტული აქტია

სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარი თავდასხმა ისლამისტური ტერორისტული აქტია, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.

მისივე თქმით, 18 წლის პაკისტანური წარმოშობის მამაკაცთან ერთად, ასევე დაკავებულია ოთხი ადამიანი.

„სწორედ ამ გზით მოქმედებენ ისლამისტი ტერორისტები. ეს არის ახალი სისხლიანი თავდასხმა ჩვენ ქვეყანაზე“, – აღნიშნა ჟერალდ დარმანინმა.

მაჩეტეს მსგავსი დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალსა და მამაკაცს ქუჩაში დაესხა თავს. მძიმედ დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის საფრანგეთში ჯიჰადისტების მხარდაჭერის ბრალდებით, 14 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

2015 წელს ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.