საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პარიზში დემონსტრაციის დროს ჟანდარმზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა

13:13, 01.11.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარიზში გამართული დემონსტრაციის დროს ჟანდარმზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა.

მინისტრის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მობილური ჟანდარმერიის თანამშრომელმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ინციდენტს გამოეხმაურნენ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელი მარინ ლე პენი და „რესპუბლიკელების“ ლიდერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრუნო რეტაიო. ორივე პოლიტიკოსმა მომხდარს „მიუღებელი ქმედება“ უწოდა.

„ამ თავდასხმის ჩამდენები უნდა იპოვონ და უმკაცრესად დასაჯონ“, — დაწერა მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელში. მან სამართალდამცველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ეს მკვლელობის მცდელობაა“, — განაცხადა ბრუნო რეტაიომ.

ინციდენტის ამსახველი კადრები პარიზში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

მსგავსი