საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - უნდა გვესმოდეს, რომ იყო და კიდევ იქნება თავდასხმები
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - უნდა გვესმოდეს, რომ იყო და კიდევ იქნება თავდასხმები

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში თავდასხმის მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში კიდევ განმეორდება.

„ჩვენ ომი გვაქვს მტერთან, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთაც არის. უნდა გვესმოდეს, რომ იყო და კიდევ იქნება ასეთი საშინელი თავდასხმები“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.

მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ მსგავსი თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდება, რადგან საფრანგეთი ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძვის.

29 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ის წარმოშობით ტუნისელია, რომელიც ევროპაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, ხოლო საფრანგეთში იტალიიდან გადავიდა.