საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე რეალურია და მისი დაკნინება უპასუხისმგებლობა იქნება

15:39, 21.09.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე რეალურია და მისი მნიშვნელობის დაკნინება უპასუხისმგებლობა იქნება.

ნუნიესის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის საფრთხე „კარგად არის დოკუმენტირებული“.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ საფრთხეზე. საფრთხეზე, რომელიც კარგად არის დოკუმენტირებული. ჰიბრიდული ომის საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ამ საფრთხის მნიშვნელობის დაკნინება უპასუხისმგებლობა იქნებოდა“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საფრანგეთს საკუთარი ტერიტორიის თავზე არც დრონების გადაფრენა დაუფიქსირებია და არც დივერსიის სერიოზული აქტი.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ახალი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად, მთავრობა ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმას განახორციელებს.

„ჰიბრიდული ომი, კერძოდ, ის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, მიმართულია ჩვენი ინფრასტრუქტურული ქსელებისა და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის წინააღმდეგ. სწორედ იმ ბაზის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს“, – აღნიშნა ლორან ნუნესმა.

მსგავსი