საფრანგეთის შიარაღებული ძალები – საფრანგეთი და იტალია უკრაინას SAMP-T-Mamba-ს საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს ამ გაზაფხულზე მიაწვდიან
საფრანგეთი და იტალია უკრაინას SAMP-T-Mamba-ს საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს ამ გაზაფხულზე მიაწვდიან. ამის შესახებ საფრანგეთის შიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტენ ლეკორნუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისი თქმით, სარაკეტო სისტემების მიწოდება შეთანხებულია იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან.
SAMP-T-Mamba საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც განკუთვნილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მას შეუძლია, ერთდრულად 16 სხვადასხვა საჰაერო მიზნის განადგურება.
უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს უკრიანისთვის აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თხოვნით ოქტომბრის დასაწყისში მიმართა.
Avec @GuidoCrosetto, nous avons décidé de livrer à l’Ukraine au printemps 2023 un système de défense antiaérienne SAMP/T-MAMBA.
Ce système permettra de protéger les populations et infrastructures civiles face aux attaques russes, une urgence exprimée par @oleksiireznikov. pic.twitter.com/oVAjg6x19t
— Sébastien Lecornu (@SebLecornu) February 3, 2023