საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი - არმია მზად უნდა იყოს სამ-ოთხ წელიწადში რუსეთთან შეტაკებისთვის
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი - არმია მზად უნდა იყოს სამ-ოთხ წელიწადში რუსეთთან შეტაკებისთვის

არმია მზად უნდა იყოს რუსეთთან შეტაკებისთვის სამ-ოთხ წელიწადში, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ფაბიენ მანდონმა განაცხადა.

ფრანგი გენერლის თქმით, მოსკოვს კოლექტიურად სუსტი ევროპის აღქმა აქვს.

„რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება, ცდუნება ჰქონდეს, ჩვენს კონტინენტზე ომი გააგრძელოს და ეს არის იმის გადამწყვეტი ფაქტორი, რასაც მე ვამზადებ. მას თუ აქვს განცდა, რომ ჩვენ არ ვართ მზად თავის დასაცავად, ვერ ვხედავ, რა შეაჩერებს მას“, – დასძინა გენერალმა, რომელმაც საფრანგეთის არმიის შტაბის ხელმძღვანელობა 1-ელ სექტემბერს ჩაიბარა.

საფრანგეთს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტით, 2026 წლისთვის ხარჯები 57.1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც 13-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ამ ზომებით, შეიარაღებული ძალებისთვის ბიუჯეტის დაფინანსება მშპ-ის 2.2 პროცენტამდე გაიზრდება.