საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი – საფრანგეთი ჯერ არ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად

13:37, 27.08.2026

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ არ არის მზად გაუმკლავდეს მასობრივი დაბალბიუჯეტიანი დრონების საფრთხეს.

მისი თქმით, დასავლური და ფრანგული არმიები წლებია, იყენებენ მილიონობით დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიურ რაკეტებს რამდენიმე ასეული ან ათასი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად.

მისი თქმით, ეს მოდელი ფინანსურად არამდგრადია და არმიის გამოფიტვას იწვევს.

ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრია ჯერ არ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად.

გენერალ მანდონის თქმით, ვითარება კატასტროფული არ არის, თუმცა თავდაცვითმა კომპანიებმა სწრაფად უნდა შეძლონ ადაპტაცია და დააჩქარონ იაფი, მასობრივი წარმოების იარაღისა და დრონების შექმნა

მსგავსი