საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვა
საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვა

საფრანგეთში, ქალაქ ნანტერის სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვა. ამის შესახებ „ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მიზეზი ფრანგი პოლიტიკოსის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ძალადობის ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნება გახდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ ნანტერის სასამართლომ 11 სექტემბერს მიიღო.

ფსიქიატრიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს სურს გაარკვიოს, შეუძლია თუ არა მარინ ლე პენს კონკრეტულ კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერს ბრალი ედება ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელებაში, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი იყო. საქმე ეხება 2015 წლის 16 დეკემბერს სოციალურ ქსელში მარინ ლე პენის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობრივი ქმდებები არის ასახული. მათ შორის არის ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეო მასალა.

საფრანგეთის სასამართლო მარინ ლე პენს თუ დამნაშავედ ცნობს, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 75 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.