საფრანგეთის სასამართლო ქვეყნის მთავრობას საეკლესიო მსახურებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას ავალდებულებს
საფრანგეთის სასამართლო ქვეყნის მთავრობას საეკლესიო მსახურებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას ავალდებულებს

საფრანგეთის სასამართლო ქვეყნის მთავრობას საეკლესიო მსახურებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას ავალდებულებს. ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მთავრობას „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული იმ შეზღუდვის შემსუბუქება მოსთხოვა, რომელიც ღვთისმსახურებაზე 30-ზე მეტი ადამიანის დასწრებას კრძალავს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექს სამი დღე აქვს, რათა შეცვალოს წესები, რამდენადაც, საეკლესიო რიტუალს ის ადამიანები ვერ ესწრებოდნენ, რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ.

კათოლიკურმა ასოციაციებმა საჩივარი პარასკევს შეადგინეს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს არასაჭირო, არაპროპორციული და დისკრიმინაციული უწოდეს.

საფრანგეთის ეპისკოპოსთა საბჭო მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა.