საფრანგეთის სანაპიროზე 750 კილოგრამი ნარკოტიკი გამოირიყა
საფრანგეთის სანაპიროზე 750 კილოგრამი ნარკოტიკი გამოირიყა

საფრანგეთის ატლანტიკურ სანაპიროზე მიმდინარე თვეში 750 კილოგრამი ნარკოტიკი გამოირიყა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კერძოდ, ნარკოტიკი ლანდის დეპარტამენტის სანაპიროზე აღმოაჩინეს. პროკურატურა ვარაუდობს, რომ კონტრაბანდული ტვირთი სამხრეთ აფრიკიდანაა და მისი ღირებულება 60 მილიონ ევროს აღწევს.

ბორდოს მახლობლად ჟირონდაში რამდენიმე პლაჟი დაიხურა.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ მიმართონ.