საფრანგეთის სანაპიროსთან 51 წლის წინ ჩაძირული სამხედრო წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს
საფრანგეთის სანაპიროსთან 51 წლის წინ ჩაძირული სამხედრო წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს

საფრანგეთის სანაპიროსთან 51 წლის წინ ჩაძირული სამხედრო წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა, 1968 წელს გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი ტულონის სანაპიროსთან იპოვეს.

„ეს არის წარმატება, შვება და ტრიუმფი. ახლა მეზღვაურთა ოჯახებზე ვფიქრობ, რომლებიც ამდენ ხანს ელოდნენ ამ მომენტს“, – განაცხადა პარლიმ.

ჩაძირული წყალქვეშა ნავი ტულონის სანაპიროდან 45 კილომეტრში, 2370 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. წყალქვეშა ხომალდი ამერიკული გემის დახმარებით აღმოაჩინეს, რომელიც საფრანგეთის სანაპიროსთან გასულ კვირას ზღვის ფსკერის საკვლევად ჩავიდა.

1968 წლის 27 იანვარს ჩაძირული სამხედრო წყალქვეშა ნავის ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო-სამძებრო ოპერაციის მიუხედავად, ხომალდი ვერ აღმოაჩინეს. გასული წლის ოქტომბერში დაკარგული მეზღვაურების ოჯახის წევრებმა საფრანგეთის ხელისუფლებას ძებნის განახლების თხოვნით მიმართეს.

დატოვე კომენტარი