საფრანგეთის სამხრეთში ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთის სამხრეთში ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთში ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი. დაშავდა 22 მოქალაქე.

გარდაცვლილი საფრანგეთის ვარის რეგიონში მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. აღნიშნულ რეგიონში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ათასობით ადგილობრივმა და ტურისტმა საშიში ზონა დატოვა.

სხვადასხვა ცნობებით, ხანძარი 7000 ჰექტარის ტერიტორიაზეა მოდებული. დაშავებული 22 ადამიანიდან, 19 კვამლითაა მოწამლული.

ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 1200 მეხანძრე და ავიაცია.

ძლიერი ქარისა და გვალვის გამო ხელისუფლებამ სახიფათო ზონიდან 7000 ადამიანი გაიყვანა.