საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“  ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეგიონში შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, დატბორილია მანქანები და საცხოვრებელი სახლები.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარი და წვიმა დღეს კვლავ გაგრძელდება.